ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც დუბლი შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ პენალტიც გააფუჭა, მოედანზე მაინც საუკეთესო იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბუდუს ანგარიშზე უკვე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რითიც ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.
რაც შეეხება კარლსრუეს, გუნდს 26 ქულა აქვს, მე-4 პოზიციაზეა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.









