გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი ჰაიდენჰაიმსა და უნიონ ბერლინს შორის, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა სკამზე იყო, შეცვლიდან შევიდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოლიც გაიტანა.
ბუდუმ დუბლიც შეასრულა, თუმცა მეორე გოლი ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. ეს გამარჯვება ქართველის კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
29 ტურის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს 19 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.









