ლონდონის არსენალის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ პრემიერ ლიგაში ბუნდესლიგიდან გადმოსულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. ფრანგი ექს-ფორვარდის თქმით, გერმანიის ჩემპიონატში გაბრწყინება არაფერს ნიშნავს და ამის ნათელი მაგალითი ფლო ვირცი არის.
"არ არის მარტივი გადმოხვიდე პრემიერ ლიგაში და მომენტალურად გაიბრწყინო. ამის ნათელი მაგალითი არის ვირცი, რომელიც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზოგადად, გერმანიის ჩემპიონატში მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი.
არ ვამბობ, რომ მათ არ შეუძლიათ თამაში სხვა ლიგებში, უბრალოდ მათი ჩემპიონატი მეტისმეტად სპეციფიურია. ბუნდესლიგაში გაქვს უამრავი სივრცე, შეგიძლია გააკეთო დრიბლინგი, მაგრამ სხვაგან უფრო შეზღუდული ხარ. გაიქცევი? მეტოქეც გამოგეკიდება. "









