ვილიარეალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერნანდო როიგ ნეგუეროლესმა ისაუბრა გუნდის ახალწვეულის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ. ესპანელმა ფუნქციონერმა ქართველი ფორვარდი ემილიო ბუტრაგენიოსა და დავიდ ვილას შეადარა.
"მიქაუტაძე არის თავდამსხმელი, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების გულებს დაიპყრობს. მას ბუტრაგენიოსა და ვილას მსგავსი თვისებები აქვს. ფანტასტიური ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, ვილიარეალს ბევრ სიხარულს მოუტანს. ჟორჟის ძალიან გვეიმედება."
შეგახსენებთ, რომ "ყვითლებმა" ქართველი თავდამსხმელი გაიფორმეს 40 მილიონ ევროდ, რითაც ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. 13 აგვისტოს "სუბმარინა" ესტუმრება მადრიდის ატლეტიკოს და ლიონის ექს-ფორვარდის დებიუტი ახალ გუნდში სავარაუდოთ სწორედ ამ შეხვედრაში შედგება.









