პირველ ტაიმის 33-ე წუთზე მაქსიმილიან ბაიერის გატანილი გოლი ვიხილეთ, რითაც სტუმარმა გუნდმა ტაიმი მოიგო.
მეორე ტაიმში ლევერკუზენმა არაერთი სახიფათო მომენტი შემოგვთავაზა, თუმცა გულშემატკივრის ნერვიულობა შეხვედრის ბოლომდე გაგრძელდა. ბაიარენაზე კი ალონსოს გუნდის შოუ 88-ე წუთზე დაიწყო. ანგარიში ჯერ ანდრიხმა გაათანაბრა, შემდეგ კი საკუთარი გუნდის წინ გაყვანა შიკმა მოახერხა, 2:1 და მორიგი გამარჯვება.
ლევერკუზენი სრული სვლით წინ მიიწევს, 39-მატჩიანი წაუგებელი სერია, პირველი ადგილი და 73 ქულა, ალონსოს გუნდი ტიტულთან ძალიან ახლოსაა.









