ოქტომბრის სანაკრებო პაუზა დაიწყო, OPTA კი ამასობაში ჩემპიონშიპის მორიგ საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უოტფორდის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე პირველ ადგილს იკავებს — 9 ჩატარებული ტურის შემდეგ, 25 წლის შემტევ ნახევარმცველს ღია თამაშიდან ყველაზე მეტი, 21 საგოლე შანსი აქვს შექმნილი. ამ მაჩვენებლით ჩაკვეტაძე მთლიან ჩემპიონატში საუკეთესოა და მეორეადგილოსან ფინ აზაზის 6 შექმნილი საგოლე მომენტით უსწრებს.
ქართველი ფეხბურთლი 90 წუთში, საშუალოდ 2.5 საგოლე მომენტს ქმნის, რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
ჩაკვეტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება უოტფორდს, "შავ-ყვითლები" 9 ტურის შემდეგ, 16 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.