საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ ჩვენი ნაკრების წინა მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.
როგორც უოტფორდის მწვრთნელი აცხადებს, ქართველი ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება კიდევ გადაიდო.
"ჩაკვეტაძის ტრავმაზე იმედისმომცემი სიახლე არ არის. ის ერთ თვეზე მეტია მკურნალობის პროცესშია, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე კვირით მოცდა მოგვიწევს", - განაცხადა პაულო პოცელანომ.
დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩებსაც გამოტოვებს, რომელსაც თურქეთის და ესპანეთის წინააღმდეგ ჩავატარებთ.









