"საბედნიეროდ გიორგის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ფეხი დასიებული ჰქონდა მაგრამ დღითიდღე უცხრება და არის შანსი ბირმინგემთან შეხვედრაში განაცხადშიც კი იყოს. სამწვრთნელო შტაბი საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.
გიორგის ერთ სული აქვს საქართველოში ჩამოვიდეს და ნაკრებს დაეხმაროს. ძალიან მოტივირებულია და ლუქსემბურგთან მატჩისთვის ემზადება."
შეგახსენებთ, გიორგიმ დაზიანება ჩემპიონშიპის ბოლო ტურში მიიღო, როდესაც ქოვენთრის მცველთან შეჯახების შემდეგ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.










