სერია ა-ს მეცხრე ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ფლორენციის ფიორენტინა, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. "ნერაძურის" მხრიდან დუბლი გაიფორმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ასევე ერთი ბურთი შეაგდო პეტარ სუშიჩმა, რომელმაც იტალიურ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ჯუზეპე მეაცას ბინადრები სამი ქულით ჩამორჩებიან სერია ა-ს ლიდერებს, ნაპოლისა და რომას, რომლებსაც 21-21 ქულა აქვთ. ამის გარდა, კრისტიან კივუს გუნდი ქულებით მეზობელ მილანს გაუთანაბრდა. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, ეს იქნება ვერონა, 2 ნოემბერს.
ინტერი 3:0 ფიორენტინა
გოლები: 1:0, 2:0 ჰაკან ჩალჰანოღლუ 66', 88', 3:0 პეტარ სუშიჩი 71'.









