აზერბაიჯანში გამართული თავისუფალი ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირი სკანდალით დასრულდა - 74 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, მასპინძელმა ბაირამოვმა იტალიელი ჩამიზო მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებით დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
აღნიშნულ ორთაბრძოლას არაერთი გამოხმაურება და მსაჯების კრიტიკა მოჰყვა. იტალიის ჭიდაობის ფედერაციამ ბრძოლა გაასაჩივრა და პასუხის მოლოდინშია. თავად იტალიელმა სპორტსმენმა, ფრანკ ჩამიზომ განაცხადა, რომ ფინალის წასაგებად ქრთამი შესთავაზეს.
"ვნანობ თუ არა ჩემს სიტყვებს? არა რა თქმა უნდა. მე კუბაზე დავიბადე და არაფრის არ მეშინია. ახლა კი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და შემიძლია ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ და ვერავინ შემაჩერებს" - განაცხადა იტალიელმა მოჭიდავემ.









