"ვერ გეტყვით, რამდენად სამართლიანია ის კრიტიკა, რომელიც ჩემს მიმართაა. ფაქტია, აქ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მხოლოდ მაშინ აფასებენ ხოლმე, როცა გუნდს ტოვებენ და ამის ბევრი მაგალითი ვიცით.
ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მწვრთნელი ვარ. ვმუშაობ, რათა ყოველდღიურად განვვითარდეთ და უკეთესი შედეგები დავაფიქსიროთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ", - ამბობს ჩავი.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. კატალონიელები შემდეგ მატჩს 27 იანვარს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავს.









