საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაჩეკმა გააკეთა.
"კარგად გვახსოვს, როგორ წავაგეთ საქართველოსთან 4:1, ის იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში და ამის გამოსწორებას შევეცდებით. თავის მხრივ, საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე - ეს ფეხბურთელები დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო შემტევები არიან და აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათი შეჩერების გეგმა შევიმუშავოთ.
შინ ვთამაშობთ და ეს უპირატესობაა. იმედია, გულშემატკივარი ხელს შეგვიწყობს და ხვალინდელ მატჩში წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა ჩეხების მწვრთნელმა.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ჩეხეთსა და საქართველოს შორის 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.










