ქართველი მორაგბეების მხრიდან ლელოები ივანიშვილმა და ბაბუნაშვილმა დადეს, ერთი გარდასახვა ცირეკიძემ შეასრულა ზუსტად, ხოლო მატკავამ ორი ჯარიმა ჩაიწერა აქტივში.
ორი მატჩის შემდეგ შავ ლომს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მე-4 პოზიციას იკავებს. ქართული ფრანშიზა მომდევნო ტურში ფრანგულ ბაიონას შეერკინება — შეხვედრა 11 იანვარს თბილისში გაიმართება.
ფოტო: Ryan Hiscott









