წინა სეზონში "შავი ლომი" მესამე ჯგუფში ასპარეზობდა და 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. ქართველმა მორაგბეებმა უელსური სკარლეტსი გასვლაზე 23-7 დაამარცხეს.
"შავი ლომი" პირველი ქართული სარაგბო ფრანჩაიზია, რომელიც 3 წლის წინ დაარსდა და 2023 წელს ჩელენჯ თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო. გუნდის მაისურით ყველაზე მეტი, 20 ლელო, აკაკი ტაბუცაძეს აქვს დადებული, ხოლო ყველაზე მეტი, 247 ქულა ლუკა მატკავას ანაგარიშზეა.
2024/25 წლების სეზონის ჩელენჯ თასზე, "შავი ლომი" მესამე ჯგუფში მოხვდა და ტრადიციულად, 4 მატჩს ითამაშებს — 2 სახლში და 2 გასვლაზე.
"შავი ლომის" მატჩების განრიგი:
შავი ლომი V ვანი (7 დეკემბერი)
სკარლეტსი V შავი ლომი (15 დეკემბერი)
შავი ლომი V ბაიონა (11 იანვარი)
ედინბურგი V შავი ლომი (19 იანვარი)
"შავი ლომისა" და ვანის დაპირისპირება ხვალ, 7 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე აიღებს სტარტს.
შავი ლომის შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე