რაგბი ევროპის ჩელენჯ თასის წლევანდელი სეზონის მესამე ტურში, შავმა ლომმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ავივონ ბაიენე მიიღო და 16-41 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 17-16 დასრულდა. ფრანგების ორ გარდასახულ ლელოს და ჯარიმას, ქართველებმა სამი ჯარიმით და ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხეს.
შესვენების შემდეგ, რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ — სტუმრებმა მოედანზე სრული უპირატესობა მოიპოვეს, 4 ლელო დადეს, საიდანაც 2 წარმატებით გარდასახეს და შეხვედრა დამაჯერებლად, 41-16 მოიგეს.
3 ტურის შემდეგ, შავ ლომს 4 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-6 პოზიციას იკავებს. ქართული ფრანშიზა მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს, შოტლანდიაში ედინბურგის წინააღმდეგ გამართავს.
ჩელენჯ თასი — შავი ლომი ავირონ ბაიონესთან დამარცხდა









