ევროპის ჩელენჯ თასის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, შავლა ლომმა თბილისში მონპელიე მიიღო და 13-24 დამარცხდა.
მატჩი პირველი ტაიმი ქართული ფრენჩაიზის უპირატესობით წარიმართა და გამარჯვებით დასრულდა. ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო, ლუკა ცირეკიძემ კი ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა დაარტყა ზუსტად და შესვენებაზე შავი ლომი 13 ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარში მონპელიე სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, 24 უპასუხო ქულა ჩაიწერა აქტივში და ტურნირი გამარჯვებით გახსნა. მომდევნო ტურში შავი ლომი ირლანდიაში კონახტს ესტუმრება, ხოლო მონპელიე საფრანგეთში ძებრეს მიიღებს.









