კლუბები ბოლო დღეებია საბონუსე სისტემაზე მუშაობენ, ლონდონელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაიხუროს, რადგან კონკურენცია საკმაოდ დიდია. ჩელსის გარდა ტრანსფერზე სხვა ტოპ კლუბებიც მუშაობენ, დაინტერესებულია რეალ მადრიდი და პსჟ, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში გადასვლასთან არის ახლოს.
ვილიან ესტევაო ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ფეხბურთელი კრუზეიროს აღზრდილია და 2021 წლიდან პალმეირასის ღირსებას იცავს. ამ სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 18 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ესტევაო ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრების შეუცვლელი წევრია.









