ჩელსი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში აქტიურობას გეგმავს — გუნდი ძირითადად, გაყიდვებზე მუშაობს, რადგან უეფას Fair Play-ის გამო, სეზონის ბოლომდე ფინანსური ბალანსი აქვთ დასაცავი. ლონდონური კლუბის დატოვებასთან ყველაზე ახლოს არმანდო ბროიაა, რომელიც პოჩეტინოს გეგმებში ნაკლებად შედის. ამ სეზონზე, 22 წლის ალბანელი ფორვარდის ანგარიშზე 19 მატჩში მხოლოდ 2 გატანილი გოლია.
ფულემი, ვულვზი და ასტონ ვილა - ეს ის გუნდებია, რომლებიც ბროიათი ყველაზე მეტად ინტერესდებიან. აქედან სხვებზე მეტად ფულემი აქტიურობს, თუმცა ამ დრომდე ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩელსის სოლიდური შეთავაზება არ მიუღია. ლონდონური კლუბი ფორვარდს, მინიმუმ, €35-40 მილიონად აფასებს.
ბროია 2009 წლიდან ჩელსიში ირიცხება, მაგრამ ამის მიუხედავად, ფეხბურთელმა სტემფორდ ბრიჯზე ფეხი ვერ მოიკიდა. ამ დროში იყო ძალიან ბევრი იჯარა და საკმაოდ მძიმე ტრავმებიც, შესაბამისად, ლონდონური კლუბი მის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს.
Premier League
ჩელსი ბროიას გაყიდვას განიხილავს









