კონფერენს ლიგის ფინალში ჩელსიმ ბეტისი 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ აბდესამად ეზალზულის გოლის შემდეგ, ინგლისური გუნდი 65-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მოგვიანებით მაყურებელმა ლონდონელების შესრულებით ქამბექი იხილა. ანგარიში გაათანაბრა ენცო ფერნანდესმა, 5 წუთში კი სევილიელების კარში მე-2 ბურთი ნიკოლას ჯექსონმა შეაგდო.
"არისტოკრატების" მხრიდან მესამე გოლი გაიტანა ჯეიდონ სანჩომ, საბოლოო წერტილი კი მოიზეს კაისედომ დასვა. ინგლისური გუნდი ეუფლება რიგით მე-5 ევროთასს თავის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, თასების თასისა და სუპერთასის შემდეგ.
ბეტისი 1:4 ჩელსი
გოლები: 1:0 აბდესამად ეზალზული 9', 1:1 ენცო ფერნანდესი 65', 1:2 ნიკოლას ჯექსონი 70', 1:3 ჯეიდონ სანჩო 83', 1:4 მოიზეს კაისედო 94'.









