შეხვედრის მიწურულს, სტუმრებს ქულა აქსელ დისასიმ გადაურჩინა. "თეთრ-წითლებთან" ნათამაშები ფრეს შემდეგ, "არისტოკრატები" აგროვებენ 36 ქულას და მე-11 პოზიციას იკავებენ. "ლურჯების" შემდეგი მეტოქე ნიუკასლ იუნაიტედი იქნება, მატჩი გაიმართება 11 მარტს, ჩვენი დროით, 23:55 საათზე.
Premier League
ჩელსი კვლავ ქულებს კარგავს - პოჩეტინოს გუნდმა ბრენტფორდი ვერ დაამარცხა

პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ფარგლებში, ჩელსი ესტუმრა თანაქალაქელ ბრენტფორდს, რომელთანაც ფრე, 2:2 ითამაშა. ანგარიში გახსნეს სტუმრებმა ნიკოლას ჯექსონის ბურთის შემდეგ. მეორე ნახევრის სტარტზევე მადს როერსლევის გოლით, "ფუტკრებმა" გაათანაბრეს. იოანე ვისამ კი მოგვიანებით მასპინძლები წინაც გაიყვანა.










