მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩელსიმ ფლუმინენსე 2:0 დაამარცხა. ინგლისური გუნდის მხრიდან ორივე გოლი ახალწვეულმა ჟოაო პედრომ გაიტანა. გამოსარჩევია ისიც, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში რიო დე ჟანეიორელებს 11-მეტრიანი გაუუქმეს.
ლონდონური გუნდი გადის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, სადაც რეალ მადრიდსა და პარის სენ-ჟერმენს შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება მუნდიალის ფინალის ჩატარების თარიღს: 13 ივლისი.
ჩელსი 2:0 ფლუმინენსე
გოლები: 1:0, 2:0, ჟოაო პედრო 18', 56'.









