აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სტეფანო პიოლის დამოკიდებულებასა და ნდობაზეც. იტალიელმა სპეციალისტმა ამ ფეხბურთელებთან ძალიან კარგი სამუშაო გასწია. სანამ მილანში ტრანსფერები შედგებოდა, პიოლი ოთხივე მათგანს პირადად ესაუბრა და "როსონერიში" თამაშზე დაიყოლია. ოთხივე ფეხბურთელი იმას ამბობს, რომ მთავარ მწვრთნელთან საუბარმა მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა იქონია.
ფიკაიო ტომორი, დაცვის ლიდერი - მილანის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი. "როსონერიმ" ინგლისელი ცენტრალური მცველი 2021 წლის იანვარში დაიმატა, იჯარისა და გამოსყიდვის უფლებით.
"პაოლო მალდინის პირველად ზუმის საშუალებით 2020 წლის ზაფხულში ვესაუბრე და თავიდანვე აღვფრთოვანდი მილანის ვარიანტით. მართალია ტრანსფერი ზაფხულში არ შედგა, მაგრამ მაშინვე ვფიქრობდი, რომ თუ ჩელსის დავტოვებდი მილანში გადასვლა ჩემთვის სწორი ნაბიჯი იქნებოდა", - ფიკაიო ტომორი Players Tribune Football-თან ინტერვიუში.
მილანმა საბოლოო ჯამში €28-მილიონიანი გარიგებით დაიმატა ინგლისელი მცველი. მოსვლიდან ძალიან მალე ტომორი მილანის სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა. ამ დროში ფეხბურთელმა მილანის მაისურით 136 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 2022 წელს კი გუნდთან ერთად სკუდეტოც მოიგო.




მილანმა საბოლოო ჯამში €28-მილიონიანი გარიგებით დაიმატა ინგლისელი მცველი. მოსვლიდან ძალიან მალე ტომორი მილანის სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა. ამ დროში ფეხბურთელმა მილანის მაისურით 136 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 2022 წელს კი გუნდთან ერთად სკუდეტოც მოიგო.

ოლივიე ჟირუ, მაღალი დონის შემსრულებელი - ფრანგმა ფორვარდმა მოახერხა და მილანს 9 ნომრის "წყევლა" მოხსნა. როგორც ირკვევა, ჟირუ თავიდან ინტერში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
"მე, სამწუხაროდ, ბევრს აღარ ვთამაშობდი, შემეძლო ინტერში 2020 წლის იანვარში გადავსულიყავი, მაგრამ ღმერთს სურდა, რომ მილანი ამერჩია", - ოლივიე ჟირუ, უეფასთან ინტერვიუში.
ფრანგი ფორვარდი მილანში 2021 წლის ზაფხულში გადაბარგდა, სულ რაღაც €5 მილიონის სანაცვლოდ. ტრანსფერის ღირებულება თავიდან ბოლომდე ბონუსებსა და საკომისიოზე იყო აგებული. გამოცდილმა ფორვარდმა პიოლისგან ნდობა მალევე მიიღო და ჟირუ იბრაჰიმოვიჩთან ერთად გუნდის ლიდერობას შეუდგა. დერბი დელა მადონინას ისტორიაში შევა მისი დუბლი ინტერთან, როდესაც 2022 წელს მილანმა თანაქალაქელი გუნდის დამარცხება შეძლო. 2021 წლიდან დღემდე, ჟირუმ მილანის მაისურით 123 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 47 გოლი გაიატანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის ანგარიშზეა, რა თქმა უნდა, 2022 წელს მოგებული სკუდეტოც.

რუბენ ლოფტუს-ჩიკი, ნახევარდაცვის ახალი ლიდერი - ინგლისელ ფეხბურთელს იტალიელ მწვრთნელთან მუშაობის გამოცდილება ჩელსიშიც ჰქონდა. 2018/19 სეზონში ლონდონურ გუნდს მაურიციო სარი წვრთნიდა. როგორც ახლა, იმ სეზონშიც, ფხბურთელი შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა. 2018/19 სეზონში ლოფტუს-ჩიკმა 10 გოლის გატანა მოახერხა. პიოლიმ მილანში ლოფტუს-ჩიკს მსგავსი პოზიცია შეურჩია, ათიანი, რომელიც ხშირად მეორე ფორვარდიც ხდება. მილანს ფეხბურთელი სულ რაღაც €16 მილიონი და ბონუსები დაუჯდა. ამ სეზონში ინგლისელის ანგარიშზე 35 ჩატარებული მატჩი და 10 გატანილი გოლია.
"კარიერის განმავლობაში ბევრ პოზიციაზე მითამაშია, მაგრამ ახლა თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. პიოლი მენდობა, ის ყველაფერს აკეთებს რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო" - ამბობს ფეხბურთელი.

კრისტიან პულისიკი, 2023 წლის ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერი - ამერიკელი ფეხბურთელი მილანში სულ თავიდან გაიხსნა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პულისიკს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს. "კაპიტანი ამერიკა" პიოლის გუნდს იდეალურად მოერგო, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს იმ პოზიციაზე უწევს თამაში, სადაც აქამდე არასდროს უთამაშია.
"პიოლისთან საუბრის შემდეგ მილანში ტრანსფერი გადაწყდა, მას ყველა ენდობა. პიოლი მისი 1-ელი გულშემატკივარია, ის კრისტიანს სულ ათამაშებს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი თამაში აქვს, პირველი შეცდომის შემდეგ მას არ ცვლის და ნდობას ბოლომდე უცხადებს. ჩემს შვილს მილანი ძალიან უყვარს. ადაპტაციაში ტომორი და ჟირუ დაეხმარნენ, მისი ძველი თანაგუნდელები ჩელსიში", - მარკ პულისიკი საკუთარ შვილზე La Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში.
მილანმა ფეხბურთელი, სულ რაღაც, €20 მილიონად დაიმატა, ახლა კი მისი ფასი გაორმაგებულია.

Michele Antonelli © RCS MEDIAGROUP










