ჩელსი 1-0 ლესტერი
ენცო მარესკას გუნდის დაგეგმილი გამარჯვება — იმის მიუხედავად, რომ ჩელსიმ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ლონდონელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.
მატჩის ერთადერთი გოლი მარკ კუკურეიამ გაიტანა, რომელმაც ენცო ფერნანდესის პასის შემდეგ, აუღებელი დარტყმა შეასრულა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პირველ ტაიმში კოულ პალმერმა პენალტი ვერ გაიტანა. ახალგაზრდა ინგლისელის მშრალი სერია და ცუდი ფორმა, მისთვის სამწუხაროდ გრძელდება.
ლონდონურმა კლუბმა ამ გამარჯვების შემდეგ 49 ქულა მოაგროვა და მე-4 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ლესტერს, "მელიები" 17 ქულით, მე-19 პოზიციაზე დარჩნენ.
ტოტენჰემი 2-2 ბორნმუთი
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. სტუმარი გუნდი 0-2 იგებდა, თუმცა ენჯ პოსტეკოგლუს ბიჭებმა დააქამბექეს და საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი ერთი ქულა მოიპოვეს.
ბორნმუთიდან გოლების გატანა ევანილსონმა და მარკუს ტავერნიემ მოახერხეს, ხოლო ტოტენჰემიდან პაპე მატარ სარმა და კაპიტანმა, ჰიუ-მინ სონმა შეაგდეს მნიშვნელოვანი გოლები.
"ალუბლები" 44 ქულით, მე-8 პოზიციამდე აღზევდნენ, ხოლო ტოტენჰემი 34 ქულით, მე-13 პოზიციაზე გადავიდა.









