პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა, სადაც ჩელსიმ ბრაიტონს უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ ენცო მარესკას გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო, "თოლიებმა" დააქამბექეს და მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვეს.
ჩელსი ძალიან ცუდ ფორმაშია— ენცო მარესკას გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ისიც ინგლისის ლიგის თასზე ლინკოლნ სითისთან.
ჩელსი 1-3 ბრაიტონი
გოლები: 1-0 ენცო ფერნანდესი 24', 1-1 დენი უელბეკი 77', 1-2 მაქსიმ დე კუიპერი 90+2', 1-3 დენი უელბეკი 90+10'.









