ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, ევერტონმა საკუთარ კედლებში ჩელსი მიიღო და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში 33-ე წუთზე ბეტომ გახსნა, რომელმაც 62-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. 76-ე წუთზე კი თავი ნდიაემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსორა.
ევერტონი 3-0 ჩელსი
გოლები: 1-0, 2-0 ბეტო (33', 62'), 3-0 ნდიაე (76')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ევერტონს 46 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩელსი 48 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ლივერპულელები ბრენტფორდს ესტუმრებიან, ლონდონელები კი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებენ.









