პირველ ტაიმში ოთხი გატანილი გოლი ვიხილეთ. ჩელსის მხრიდან თავი ნიკოლას ჯექსონმა და კოულ პალმერმა გამოიჩინეს, ხოლო მასპინძელთა რიგებიდან გოლები მატეუს კუნიამ და იორგენ ლარსენმა გაიტანეს.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, მარესკას გუნდმა 14 წუთში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, თავი სამივეჯერ ნონი მადუეკემ გამოიჩინა, ხოლო ასისტენტის როლში კოულ პალმერი მოგვევლინა — 3 პასი და 3 გოლი, ინგლისელმა ფეხბურთელებმა ვულვზს "თამაში მოუკლეს". მატჩის მიწურულს თავი ჟოაუ ფელიქსმაც გამოიჩინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, 2-6.
ჩელსიმ ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









