ვიქტორ ოსიმენმა გალათასარაიში ტრანსფერის შემდეგ საინტერესო თემებზე ისაუბრა:
"აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. თურქეთის სუპერ ლიგაში გადმოსვლა კარგი ნაბიჯი იყო და არაფერს ვნანობ.
ჩემს გარშემო საუბრები არ წყდება, თუმცა ამაზე რეაქცია არ მაქვს. ჩემი დონის მოთამაშეები ბევრნი არ არიან. ძალიან ცოტამ მიაღწია იმ წარმატებას, რაც მე შევძელი ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ჩემი სატრანსფერო ფასი €100 მილიონზე მეტია.
€100 მილიონზე მეტი ბევრი ფეხბურთელი არ ღირს. ჩემი სათამაშო სტილი ძალიან ბევრ ფეხბურთელს აღემატება. მე ვიცი, რა წვლილი მაქვს შეტანილი წინა წლებში სხვადასხვა კლუბებში და რისი გაკეთება შემიძლია მომავალში. ხალხი სხვანაირად ფიქრობს? ზოგი ამბობს, რომ ჩემი სატრანსფერო ფასი €15 მილიონია, ზოგი ამბობს, რომ €100, 120 და 150 მილიონია... ყველას განსხვავებული აზრი აქვს, ამ ყველაფერზე კი რეაქცია არ მაქვს."
ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაპოლიდან 1-წლიანი იჯარით გალათასარაიში გადაბარდგა. 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.