"ჩემს თამაშზე რომ ვთქვა, იყო შეცდომები, რომელსაც მენტალურად კარგად უნდა მივუდგე. თამაშის მომენტში ეს უნდა დაივიწყო და გუნდისთვის ყველაფერი გააკეთო. ეს შეცდომა ძალიან მტკივა, მაგრამ არ ვემალები, უნდა გავაანალიზო და ვიმუშავო.
ყველანაირად შევეცდები, ჩეხეთთან ის ქოჩორა იხილოთ, როგორიც გახსოვთ. ძალა ჩვენშია, ჩეხეთთან ფინალს ვთამაშობთ და ამ ფინალისთვის მზად ვართ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს, ოლომოუკში გაიმართება.









