პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად უსმან დემბელე დაასახელა.
"ოქროს ბურთის ნომინანტებში ჩემი ფავორიტი უკვე მყავს და ის უსმან დემბელეა. დანარჩენს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
შეიძლება ამ ჯილდოს ბევრი იმსახურებდეს - ვიტინია, ჰაკიმი, ფაბიან რუისი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში, მაგრამ მთავარი გუნდურობაა.
ბევრმა ახალგაზრდამ უნდა აიღოს მაგალითი, თუ როგორ ვაღწევთ წარმატებას კოლექტიურობით და გუნდურობით. ფეხბურთი ხომ გუნდური სპორტია", - განაცხადა ენრიკემ.









