არსენალთან გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გამართა.
"არტეტა კარგი სპეციალისტია. მან ბოლო წლებში არსენალში დიდი სამუშაო გასწია. მიკელს წარმატებებს ვუსურვებ მის საქმიანობაში, ოღონდ არა ხვალინდელ მატჩი.
თუ პირველ მატჩში ფრე არ მორჩა, მეტწილად, განმეორებითი შეხვედრა ყოველთვის განსხვავებულია ხოლმე. არსენალთან მატჩში ფრეზე სათამაშოდ არ გავალთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, რათა დავამტკიცოთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ.
გუნდი კარგ სვლაზეა და ასე უნდა გავაგრძელოთ. თავდაჯერებულები ვართ, რაც მნიშვნელოვანია, არსენალი აქ ქამბექისთვისაა ჩამოსული და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
მწვრთნელების კოლექტიური მუშაობა დიდ გავლენას ახდენს ფეხბურთელების ხარისხზე. ჩემი მოთამაშეების მიმართ მიდგომას არ ვცვლი და ვცდილობ, მოედანზე მათი საუკეთესო ვერსია ვიხილოთ"









