"ჩემი გადასაწყვეტი არაა თუ ვინ დაიკავებს დიდიე დეშამის ადგილს მომავალ წელს. ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკო — ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. თქვენ პატივი უნდა სცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში და სჯობს ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი არ ვისაუბროთ.
ზინედინ ზიდანი? მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა ბევრჯერ დავამტკიცე, მაგრამ ახლა მასზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან პატივი უნდა ვცეთ დიდიე დეშამსა და მის სტაფს. თუ ზიდანი ჩაიბარებს ეროვნულ ნაკრებს, ეს ძალიან კარგი იქნება, ამას არ დავმალავ, რადგან ძლიერი სპეციალისტია. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ამ ფაქტით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა."
შეგახსენებთ, დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.









