საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ნანტს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
მატჩის შემდეგ, კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
"ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ტიტულის მოსაგებად ვიბრძვით და ყველა შეხვედრაში გვჭირდება ქულები. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და ეს მოედანზე ჩანს.
ჩემი მეორე გოლი? - ვიდეო ჯერ არ მინახავს და კარგად უნდა ვნახო. პენალტის ბევრი კარგი დამრტყმელი გვყავს, დღეს ჩემი ჯერი იყო და გამოვიყენე, ისე კი ბევრს შეუძლია თერთმეტმეტრიანის კარგად შესრულება.
რაც შეეხება მომავალ მატჩებს, ჯერ მხოლოდ ლე ავრთან თამაშზე ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც ვთქვი, ჩვენთვის ყველა მატჩი გადამწყვეტია", - განაცხადა კვარაცხელიამ.









