"ევროპული ტურნირები იწყება, მაგრამ მე მონაწილეობას ვერ მივიღებ. არა იმიტომ, რომ უმუშევარი ვარ, არამედ იმის გამო, რომ კლუბიდან ისეთმა ადამიანმა მომიშორა, რომელმაც ფეხბურთის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის."
მოურინიომ ამ განცხადებით, რომას მფლობელს, ფრედ ფრიდკინს, მიმართა და გააკრიტიკა. მისი "ჯალოროსიდან" წასვლა, ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონა, თუმცა უფროსობამ კლუბში დე როსი დააბრუნა, რითაც ფანების გულის მოგებას ეცადა.
"ეს არის ცხოვრება: აღმასვლითა და ვარდნით სავსე, მიუხედავად მოულოდნელი და უსამართლო გათავისუფლებისა. მაგრამ მე დავბრუნდები, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით."
"უეფას ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება მაქვს, უამრავ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და ბევრი ფინალიც მითამაშია. ჩემს კარიერაში ეს გამორჩეული მატჩები იყო. ორმატჩიან დუელში, პირველ შეხვედრაში შენ მოგებისთვის უნდა ითამაშო, შემდეგ კი მიხვდებით რა არის საჭირო განმეორებითი მატჩისთვის. კარგად უნდა იცნობდეთ თქვენს ოპონენტს, ისინი თავიდან ბოლომდე უნდა გყავდეს შესწავლილი." - აღნიშნა მოურინიომ.









