იტალიის სერია ა-ს 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი სასუოლოს ესტუმრა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის ანგარიში მე-17 წუთზე გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე ნაპოლის ახალწვეულმა, კევინ დე ბრუინმა აიღო მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.
სასუოლო 0-2 მილანი
გოლები: 0-1 მაკტომინეი (17'), დე ბრუინი (57')
სერია ა-ს მეორე ტურში, ნაპოლოს საკუთარ კედლებში კალიარის უმასპინძლებს, ხოლო სასუოლო კრემონეზეს ესტუმრება.









