აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლესტერმა ძალიან დიდი ჰანდიკაპი გაანიავა. ენცო მარესკას გუნდი სეზონის 2/3 განმავლობაში პირველ ადგილს მყარად იკავებდა, თუმცა შემდეგ დაიწყო ცუდი პერიოდი, რა დროსაც სხვა გუნდებმა ისარგებლეს და "მელიები" პირველი ადგილიდან ჩააჩოჩეს.
გამოსარჩევია ასევე იფსვიჩის ქამბექიც - კირან მაკკენას გუნდმა, თებერვლის თვეში საოცარი სვლა დაიწყო, რასაც საბოლოო ჯამში, პირველ ადგილზე გადასვლა მოჰყვა. ამ კვირაში გაიმართა ჩემპიონშიპის შემაჯამებელი საღამო, სადაც სწორედ მაკკენა დასახელდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად.
რაც შეეხება სეზონის MVP-ის, კრისენსიო სამერვილმა ეს ჯილდო არავის დაუთმო. ამ სეზონში ლიდსის შემტევის ანგარიშზე 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება დარჩენილ ტურებს:
იფსვიჩი: ჰალ სიტი (გასვლა), ქოვენთრი (გასვლა), ჰადერსფილდი (სახლი);
ლესტერი: ვესტ ბრომვიჩი (სახლი), საუთჰემპტონი (სახლი), პრესტონი (გასვლა), ბლექბერნი (სახლი);
ლიდს იუნაიტედი: მიდლსბრო (გასვლა), ქუინს პარკ რეინჯერსი (გასვლა), საუთჰემპტონი (სახლი);
საუთჰემპტონი: კარდიფი (გასვლა), ლესტერი (გასვლა), სტოკ სიტი (სახლი), ლიდს იუნაიტედი (გასვლა);
ამ 4 გუნდის შემდეგ, საპლეიოფო ზონაში ვესტ ბრომვიჩსა და ნორვიჩს ვხვდებით. ეს გუნდები პრემიერ ლიგაში პირდაპირ ფიზიკურად ვერ დაბრუნდებიან. დარჩენილ ტურებში მათი მიზანია მე-5 და მე-6 პოზიცია არ დათმონ და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პლეიოფში ითამაშონ. ვესტ ბრომვიჩისა და ნორვიჩის მთავარი კონკურენტები ჰალ სიტი, ქოვენთრი, მიდლსბრო და პრესტონი არიან.









