ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ორი ადრეული მატჩი დასრულდა. მაყურებელმა ნაპოლი-აინტრახტისა და სლავია პრაღა-არსენალის შეხვედრები იხილა, სადაც საინტერესო ანგარიშები დაფიქსირდა.
ნაპოლის პრობლემები ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება — ანტონიო კონტეს გუნდმა ვერც ამ ტურში მოახერხა 3 ქულის აღება და სატურნირო ცხრილში საქმეები კიდევ უფრო გაიუარესა. "პარტენოპეიმ" საკუთარ კედლებში აინტრახტს საინტერესო ვერაფერი შესთავაზა, რის გამოც მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 0-0 დასრულდა. გუნდებმა ამ ტურის შემდეგ 4-4 ქულა მოაგროვეს. ნაპოლი და აინტრახტი ცხრილში გვერდიგვერდ, მე-18 და მე-19 პოზიციებზე იმყოფებიან.
რაც შეეხება მეორე მატჩს, არსენალმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ მიკელ არტეტას გუნდი ჩეხეთში ძალიან დიდი დანაკლისით ჩავიდა, "მეთოფეებმა" მოახერხეს და მეტოქე საკმაოდ მარტივად, 0-3 დაამარცხეს.
არსენალის მხრიდან თავის გამოჩენა ბუკაიო საკამ და მიკელ მერინომ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა მასპინძლებს დუბლი შეუსრულა და მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ლონდონურმა კლუბმა ამ მატჩის შემდეგ 12 ქულა მოაგროვა, რითაც პირველ ადგილზე გადასვლა მოახერა. რაც შეეხება სლავია პრაღას, ჩეხები 2 ქულით, 30-ე პოზიციაზე დარჩნენ.
სლავია პრაღა 0-3 არსენალი
გოლები: 0-1 ბუკაიო საკა (პენ.) 32', 0-2 მიკელ მერინო 46', 0-3 მიკელ მერინო 68'.









