ბაიერნი 3-0 ლევერკუზენი
მაყურებელმა ვინსან კომპანის გუნდის მარტივი გამარჯვება იხილა. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე არ დაინდო და განმეორებითი მატჩის წინ, ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა.
ბაიერნიდან გოლების გატანა ჯამალ მუსიალამ და ჰარი კეინმა მოახერხეს. ინგლისელმა ფორვარდმა ლევერკუზენს დუბლი შეუსრულა.
განმეორებითი შეხვედრა, 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
ბენფიკა 0-1 ბარსელონა
იმის მიუხედავად, რომ ჰანსი ფლიკის გუნდი 22-ე წუთზე, მოედანზე 10 კაცით დარჩა, ბარსელონამ მოახერხა და მეტოქე მაინც დაამარცხა. პაუ კუბარსის წითელი ბარათის მიუხედავად, რაფინიამ გუნდს კიდევ ერთხელ ულიდერა — ბრაზილიელმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა.
განმეორებითი შეხვედრა, 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.










