ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის ოთხშაბათის მატჩის დღე სენსაციებით დაიწყო. ლონდონის ჩელსი ესტუმრა ყარაბაღს, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 52-ე წუთამდე "არისტოკრატები" აგებდნენ კიდეც. ვარსკვლავურ სტუმრებს ქულა ალეხანდრო გარნაჩომ გადაურჩინა.
ყარაბაღი 2:2 ჩელსი
გოლები: 0:1 ესტევაო გონსალვეში 16', 1:1 ლეანდრო ანდრადე 29', 2:1 მარკო იანკოვიჩი, 2:2 ალეხანდრო გარნაჩო 52'.
ზემოაღნიშნული მატჩის პარალელურად ვილიარეალი გასვლაზე პაფოსთან დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ თამაში დაიწყო სასტარტოდან, მაგრამ 56-ე წუთზე მან უკვე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მოედანზე ყოფნის დროს ქართველმა ფორვარდმა კარისკენ ერთხელ დარტყმა მოასწრო.
პაფოსი 1:0 ვილიარეალი
გოლი: 1:0 დერიკ ლუკასენი 46'.









