ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა, სადაც დორტმუნდი სიგნალ იდუნა პარკზე ატლეტიკო მადრიდს დაუხვდა. მაყურებელმა პირველივე წუთებიდან საოცარი ტემპი იხილა, გუნდებმა საწყის 5 წუთში ორი 100%-იანი მომენტი გაცვალეს, რასაც მალევე გოლების წვიმა მოჰყვა.
მატჩში პირველი გოლი 34-ე წუთზე გავიდა - მატს ჰუმელსის საოცარი გადაცემით იულიან ბრანდტმა ისარგებლა და დორტმუნდი წინ გაიყვანა. "შავ-ყვითლები" ამაზე არ გაჩერებულან და მალევე, 39-ე წუთზე, მარსელ ზაბიზერის პასით იან მაატსენმა ისარგებლა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმი ატლეტიკოსთვის კარგად დაიწყო. მატჩის 49-ე წუთზე მარიო ერმოსოს აქტიურობას მატს ჰუმელსის ავტოგოლი მოჰყვა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა.
64-ე წუთიდან კი სიგნალ იდუნა პარკზე სრული სიგიჟე დატრიალდა - ჯერ ატლეტიკო გავიდა წინ, როდესაც ხოაკინ კორეამ ეფექტური გოლი გაიტანა, შემდეგ კი "შავ-ყვითლების" საოცრება ვიხილეთ: 71-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგის ულამაზესი თავური და შემდეგ მარსელ ზაბიცერის შორეული გასროლა, ორი მატჩის ჯამში 5:4, ედინ ტერზიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე პსჟ იქნება!
Champions League
სიგნალ იდუნა პარკის საოცრება: დორტმუნდი ნახევარფინალში ითამაშებს









