დრამატული გამოდგა პარის სენ-ჟერმენისა და მადრიდის ატლეტიკოს შეხვედრა, რომელშიც იმარჯვეს სტუმრებმა, 1:2. უორენ ზაირ-ემერის გოლს უპასუხა ნაუელ მოლინამ, 93-ე წუთზე კი ანხელ კორეამ "როხიბლანკოს" მოგება მოუტანა. ასევე გამოსარჩევია უხვგოლიანი მატჩი ბელგრადში, ცრვენა ზვეზდა - ბარსელონა, 2:5.
"ბლაუგრანას" მხრიდან დუბლი გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკიმ, თითო გოლი კი ინიგო მარტინესმა, რაფინია დიასმა და ფერმინ ლოპესმა გაიტანეს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის გვიანდელი სესიის ყველა მატჩის შედეგი:
ჩემპიონთა ლიგის გვიანდელი სესიის ყველა მატჩი:
ინტერი 1:0 არსენალი
პარის სენ-ჟერმენი 1:2 ატლეტიკო
ბაიერნი 1:0 ბენფიკა
ცრვენა ზვეზდა 2:5 ბარსელონა
შტუტგარტი 0:2 ატალანტა
ფეიენოორდი 1:3 ზალცბურგი
სპარტა 1:2 ბრესტი











