ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელი, მერვე ტური. დღეს გაირკვევა იმ რვა გუნდის ვინაობა, რომლებიც მერვედფინალში მოხვდებიან პირდაპირ, ასევე პლეი ინის მონაწილეები და ისინი, ვისთვისაც ევროსეზონი დასრულდება. ყველაზე ხმაურიანი აფიშა ლონდონის ჩელსის ნაპოლისთან სტუმრობა არის.
ნაპოლი V ჩელსი | 23:55
ჩემპიონთა ლიგის ფაზის შვიდი ტურის შემდეგ, ჩელსი 13 ქულით არის მერვე ადგილზე, ნაპოლი კი რვა ქულით 25-ზეა. სტუმრების მიზანი იქნება 1/8 ფინალში მოხვედრა პირდაპირ, "პარტენოპეისთვის" კი მთავარ მისიას 24-ეულში შესვლა წარმოადგენს. ორივე გუნდს სჭირდება მოგება, განსაკუთრებით, "აძურის".
დიეგო არმანდო მარადონას ბინადრებისთვის ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ მათთვის გამარჯვებაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს პლეი ინში მოხვედრის გარანტი. დიახ, ანტონიო კონტეს გუნდი არ არის დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას იზამენ კონკურენტები.
გუნდები, რომლებმაც უკვე გაინაღდეს რვა საუკეთესოს შორის ყოფნა -ლონდონის არსენალი და მიუნხენის ბაიერნი. როგორი შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ბოლო ტური, "მეთოფეები" და "რეკორდმაისტერი" 1/8 ფინალში პირდაპირ მოხვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ემირეიტსის ბინადრებს პირველი პოზიციიდანაც კი ვეღარავინ ჩამოაქვეითებს.
გუნდები, რომლებმაც უკვე გაინაღდეს მინიმუმ პლეი ინში თამაში - რეალი, ლივერპული, ტოტენჰემი, პარის სენ-ჟერმენი, ნიუკასლ იუნაიტედი, ჩელსი, ბარსელონა, სპორტინგი, მანჩესტერ სიტი, ატლეტიკო, ატალანტა, ინტერი და იუვენტუსი. აღნიშნულ გუნდებს 24-ეულიდან ამოვარდნა არ ემუქრებათ.
გუნდები, რომლებიც ეცდებიან 24 საუკეთესოს შორის დამკვიდრებას ან შესვლას - დორტმუნდი, გალათასარაი, ყარაბაღი, მარსელი, ლევერკუზენი, მონაკო, პსვ, ბილბაო, ოლიმპიაკოსი, ნაპოლი, კოპენჰაგენი, ბრიუგე, ბოდო გლიმტი, ბენფიკა, პაფოსი, სენტ-ჟილი და აიაქსი.
გუნდები, რომლებმაც 24 საუკეთესოს შორის მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს - აინტრახტი, სლავია, ვილიარეალი და ქაირათი. გიორგი მიქაუტაძისთვის სამწუხაროდ, "ყვითლებისთვის" ევროსეზონი დასრულებულია.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტური, ყველა მატჩი 23:55 საათზე დაიწყება
| ნაპოლი - ჩელსი |
| დორტმუნდი - ინტერი |
| ბენფიკა - რეალი |
| მონაკო - იუვენტუსი |
| პსჟ - ნიუკასლი |
| მანჩესტერ სიტი - გალათასარაი |
| პსვ - ბაიერნი |
| ლივერპული - ყარაბაღი |
| ბარსელონა - კოპენჰაგენი |
| არსენალი - ქაირათი |
| ატლეტიკო - ბოდო გლიმტი |
| აინტრახტი - ტოტენჰემი |
| ლევერკუზენი - ვილიარეალი |
| ბილბაო - სპორტინგი |
| ბრიუგე - მარსელი |
| სენტ-ჟილი - ატალანტა |
| აიაქსი - ოლიმპიაკოსი |
| პაფოსი - სლავია |









