ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! დღეს და ხვალ გაიმართება პლეიოფის პირველი მატჩები, ერთი კვირის შემდეგ კი განმეორებითები. ყურადღების ცენტრში იქნება მადრიდის რეალის მორიგი დუელი ლისაბონის ბენფიკასთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ბენფიკა V რეალი | 23:55
როგორც ვიცით, ეს გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელ ტურში და გამარჯვებული ბენფიკა გამოვიდა. აღნიშნული შედეგით რეალმა დაკარგა 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შესაძლებლობა, ლისაბონელებმა კი 24-ეულში შესვლა შეძლეს.
ყურადღების ცენტრში კვლავ იქნება ჟოზე მოურინიო, ვისთვისაც მადრიდულ გუნდთან მატჩი გარკვეული მიზეზების გამო პრინციპული და განსაკუთრებულია. აქვე დავამატებთ, "სამეფო კლუბსა" და "არწივებს" შორის მოგებული 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტის ან სპორტინგს შეხვდება.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მეხუთე მატჩი და აქამდე, სამჯერ იმარჯვეს ეშტადიუ და ლუშის ბინადრებმა, მხოლოდ ერთხელ კი რეალმა მოიგო. დიახ, ბენფიკა არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომელთანაც მადრიდელებს ევროსარბიელზე ურთიერთშეხვედრების უარყოფითი ბალანსი აქვთ.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| გალათასარაი - იუვენტუსი | 21:45 |
| ბენფიკა - რეალი | 23:55 |
| მონაკო - პსჟ | 23:55 |
| დორტმუნდი - ატალანტა | 23:55 |









