დღეს, 21:45 და 23:55 საათზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის დარჩენილი ოთხი მატჩი. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრებისგან.
ყარაბაღი V ნიუკასლი | 21:45
ყარაბაღის ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის პირველი, ისტორიული მცდელობა. მეტოქე ნიუკასლ იუნაიტედია - პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ტოპ 8-ში ვერ შევიდა. დიახ, ლივერპულის, ჩელსი, მანჩესტერ სიტის, არსენალისა და ტოტენჰემის გვერდით, "კაჭკაჭთა" ადგილი არ აღმოჩნდა.
"ჯორდებსა" და აღდამურ გუნდს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონა - "არისტოკრატებს" შორის ერთ-ერთს შეხვდება. ეს იქნება სენტ ჯეიმს პარკის ბინადრებისა და "მხედრების" პირველი შეხვედრა ისტორიაში.
ბოდო გლიმტი V ინტერი | 23:55
ინტერს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლა ურთულეს კლიმატურ პირობებში მოუწევს. დიდთოვლობა, მინუს 10 გრადუსი ყინვა, ხელოვნურ საფარზე თამაში, აღნიშნული სირთულეელების წინაშე დგანან მილანელები დღეს. ამ წყვილში მოგებული 1/8 ფინალში მანჩესტერ სიტისა და სპორტინგს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მესამე დაპირისპირება და აქამდე, ორივეჯერ "ნერაძურიმ" იმარჯვა. ეს მოხდა თასების მფლობელთა თასის 1978/79 წლების სეზონის 1/8 ფინალში (5:0, 2:1). გამოსარჩევია ალესანდრო ალტობელის 4 ბურთი ბოდო გლიმტის კარში.
ბრიუგე V ატლეტიკო | 23:55
წყვილი, რომელშიც გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ელოდებიან პრემიერ ლიგის წარმომადგენლები - ლივერპული და ტოტენჰემი. ეს იქნება აღნიშნული გუნდების რიგით მე-9 დუელი და აქამდე, 3-ჯერ მოიგო ატლეტიკომ, 3-ჯერ - ბრიუგემ, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 1978 - 1992 წლების შუალედში "ბლაუვცვარტმა" მადრიდული გუნდი ევროსარბიელიდან ასპარეზობას ორჯერ გამოთიშა. "შავ-ლურჯებმა" "როხიბლანკოსს" მოუგეს ჯერ ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში, შემდეგ კი თასების თასის იგივე სტადიაზე.
ოლიმპიაკოსი V ლევერკუზენი | 23:55
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და გამარჯვებული ოლიმპიაკოსი გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლევერკუზენსა და პირეოსელებს შორის მოგებული ბაიერნი - არსენალიდან ერთ-ერთს შეხვდება.









