დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი პირველი ოთხი მატჩი. პარის სენ-ჟერმენი ჩელსის ამჯერად გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ჩელსი V პსჟ | 23:55
ამ გუნდების პირველ მერვედფინალურ მატჩში პარის სენ-ჟერმენმა ჩელსი ანგარიშით 5:2 გაანადგურა. სტუმრებისთვის არაფერი ჩანდა უბედურების მომასწავებელი და 74-ე წუთამდე იყო 2:2, რაც ლონდონელებს აძლევდა გარკვეულ უპირატესობას, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე შემოსვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ქართველი შემტევი გამოჩნდა 62-ე წუთზე და მატჩის დარჩენილ დროში მან გაიფორმა დუბლი, ასევე საგოლე გადაცემაც. ახალგაზრდა ფლანგელი გახდა მე-2 ქართველი მოთამაშე ზურაბ ხიზანიშვილის შემდეგ, რომელმაც "არისტოკრატებს" მოუგო. ამის გარდა, პსჟ-ს წინახაზელი საერთოდ პირველია, სტემფორდ ბრიჯის ბინადრების კარის აღების ფაქტით.
"ლურჯ-წითლებმა" გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მეოთხედფინალში გასვლისთვის, სადაც მათ ლივერპულსა და გალათასარაის შორის ერთ-ერთი შეხვდება. ლუის ენრიკეს გუნდის ევროსეზონი დასრულდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ლიამ როსენიორის შეგირდები დღეს შეძლებენ მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოგებას.
როგორც აღვნიშნეთ, ჩელსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი პარკ დე პრენსის ბინადრების შვიდიანმა დაიწყო სათადარიგო სკამიდან, მაგრამ დღეს ის უდიდესი ალბათობით ძირითადში იქნება. 25 წლის ვინგერის პარტნიორები თავდასხმაში უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა იქნებიან.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| სპორტინგი - ბოდო გლიმტი (0:3) | 21:55 |
| მანჩესტერ სიტი - რეალი (0:3) | 23:55 |
| ჩელსი - პსჟ (2:5) | 23:55 |
| არსენალი - ლევერკუზენი (1:1) | 23:55 |









