ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! ფაზის მეშვიდე ტური და 2026 წლის პირველი დიდი მატჩი - მილანის ინტერი საკუთარ კედლებში ლონდონის არსენალს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ინტერი V არსენალი | 23:55
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ექვსი ტურის შემდეგ, ინტერი 12 ქულით რვა საუკეთესო გუნდს შორის ადგილს ინარჩუნებს. ვიცე-ჩემპიონმა ტურნირის სტარტზე მოიგო ზედიზედ 4 შეხვედრა, თუმცა შემდეგ, ლივერპულსა და მადრიდის ატლეტიკოსთან წააგო. რაც შეეხება კალჩოს, მილანელები ლიდერობენ ჩემპიონატს და უახლოეს მდევარს, მეზობელ "როსონერის" 3 ქულით უსწრებენ.
"ნერაძურის" ანგარიშზე ამ მომენტისთვის არის ექვსმატჩიანი დაუმარცხებელი სერია (ხუთი გამარჯვება და ერთი ფრე), რაც ამ სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება მნიშვნელოვან საკადრო პრობლემებს, ჯუზეპე მეაცაზე დღეს ჰაკან ჩალჰანოღლუსა და დენზელ დუმფრისს ვერ ვიხილავთ.
მივადექით არსენალს, რომელიც ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გუნდია - ექვსიდან ექვსი გამარჯვება და დამსახურებული პირველი პოზიცია. ლონდონური კლუბი ერთადერთია, რომელმაც ევროპის მთავარი ტურნირის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ქულაც არ დაკარგა.
ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, "მეთოფეები" ლიდერობენ პრემიერ ლიგასაც, ისე რომ უახლოეს მდევრებს, მანჩესტერ სიტისა და ასტონ ვილას შვიდი ქულით უსწრებენ. ემირეიტსის ბინადრები კრისტიან კივუს გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩადიან მნიშვნელოვანი დანაკლისის გარეშე, მხოლოდ რიკი კალაფიორის გამოჩენაა საეჭვო.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მეოთხე მატჩი და იქამდე - ორჯერ იმარჯვა ინტერმა, ერთხელ კი არსენალმა. ტიერი ანრი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მილანელებისა და ლონდონელების დუელში 1-ზე მეტი ბურთი შეაგდო.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| ქაირათი - ბრიუგე | 19:30 |
| ბოდო გლიმტი - მანჩესტერ სიტი | 21:45 |
| ინტერი - არსენალი | 23:55 |
| რეალი - მონაკო | 23:55 |
| სპორტინგი - პსჟ | 23:55 |
| ტოტენჰემი - დორტმუნდი | 23:55 |
| კოპენჰაგენი - ნაპოლი | 23:55 |
| ვილიარეალი - აიაქსი | 23:55 |
| ოლიმპიაკოსი - ლევერკუზენი | 23:55 |









