"როსონერი" ორი წაგებული მატჩის შემდეგ პირველ 3 ქულას დაეუფლა. პაულო ფონსეკას გუნდმა ბრიუგე მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. იტალიური გუნდის მხრიდან თავი კრისტიან პულისიკმა და ტიჯანი რეინდერსმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა ბრიუგეს დუბლი შეუსრულა. რაც შეეხება სტუმარი გუნდის მხრიდან გოლის ავტორს, თავი კირიანი საბემ გამოიჩინა.
მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პაულო ფონსეკას გუნდი მომდევნო ტურში რეალ მადრიდს შეხვდება, ხოლო ბრიუგე ასტონ ვილას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მეორე მატჩს, მონაკომ ცრვენა ზვეზდა უშანსოდ, 5:1 დაამარცხა და 7 ქულის მოგროვება მოახერხა. ადი ჰიუტერის გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.
ფრანგული გუნდის მხრიდან გოლების გატანა ტაკუმი მინამინომ, ბრეელ ემბოლომ, მანიე აკლიუშემ და სტეფან სინგომ მოახერხეს — მინამინომ სერბულ გუნდს დუბლი შეუსრულა. ცრვენა ზვეზდადან ერთადერთი გოლი შერიფ ნდიაიემ გაიტანა.
მონაკო მომდევნო ტურში ბოლონიას შეხვდება, რაც შეეხება ცრვენა ზვეზდას, სერბები ბარსელონას დაუპირისპირდებიან.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









