ცენტრალური შეხვედრა მადრიდში შედგა. სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სენსაცია და რეალის მორიგი კრახი იხილა.
მილანი მე-12 წუთზე დაიწაურდა, თუმცა ვინისიუსმა მალევე ანგარიში გაათანაბრა. თითქოს, უპირატესობას რეალი უნდა დაუფლებოდა, თუმცა სცენარი სხვაგვარად განვითარდა. მორატამ მილანი კვლავ წინ გაიყვანა, რაინდერსმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
სენსაციური გამოდგა ლისაბონში გამართული მატჩიც, სადაც სპორტინგმა მანჩესტერ სიტი ანგარიშით 4:1 გაანადგურა. პორტუგალიელთა შვედმა ფორვარდმა, გიოკერესმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა და გვარდიოლას გუნდს ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
მიუხედავად დაცვაში კარგი გარჯისა, დორტმუნდმა შტურმი მაინც გატეხა და 1:0 მოუგო. ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 7.5, შეფასება დაიმსახურა.
პირველი დღის შედეგები:
ბოლონია-მონაკო 0:1
სელტიკი-ლაიფციგი 3:1
დორტმუნდი-შტურმი 1:0
ლილი-იუვენტუსი 1:1
ლივერპული-ლევერკუზენი 4:0
რეალი-მილანი 1:3
სპორტინგი-მან.სიტი 4:1









