საქმეში ერთვება ხვიჩა კვარაცხელიაც — ქართველ ფეხბურთელს ამ ეტაპიდან თამაშის უფლება უკვე ექნება, შესაბამისად, პსჟ-ს მომდევნო საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში დაეხმარება.
ცნობილია პსჟ-ს ორი პოტენციური მეტოქე პლეი-ოფში და ასევე ის გუნდებიც, რომლებსაც 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში შეხვდება:
პსჟ-ს მომდევნო ეტაპზე აუცილებლად ფრანგული გუნდი ელოდება — ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მონაკოს ან ბრესტს დაუპირსიპირდება, ხოლო ფრანგები 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში ლივერპულს ან ბარსელონას შეხვდებიან.










