ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მაყურებელი პარი სენ-ჟერმენისა და არსენალის დაპირისპირების მოლოდინშია, სადაც მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს:
პსჟ (4-3-3): ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე.
არსენალი (4-3-3): დავიდ რაია, იურიენ ტიმბერი, ვილიამ სალიბა, იაკუბ კივიორი, მაილს ლუის-სკელი, დეკლან რაისი, ტომას პარტეი, მარტინ ოდეგორი, ბუკაიო საკა, მიკელ მერინო, გაბრიელ მარტინელი.
დანაკლისი: გაბრიელ მაგალიაესი, ტაკეჰირო ტომიასუ, ჟორჟინიო, გაბრიელ ჟესუსი, კაი ჰავერცი.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა პარიზული გუნდის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









