ბელგიაში ბრიუგემ დაუმარცხებელ ასტონ ვილას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. 52-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ვანაკენმა შეასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
4 ტურის შემდეგ, ბრიუგეს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე იმყოფება, ხოლო ასტონ ვილა 9 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
მეორე შეხვედრა გერმანიაში ჩატარდა, სადაც დონეცკის შახტარი ინაგ ბოისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. უკრაინელების მხრიდან გოლები ზუბკოვმა და სუდაკოვმა გაიტანეს, ხოლო შვეიცარიელებიდან თავი იმერმა გამოიჩინა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს — ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო. მის გუნდს კი 4 ქულა აქვს და 26-ე ადგილს იკავებს, იანგ ბოისი კი 0 ქულით ბოლოსწინა, 35-ე პოზიციაზეა.









